ახალი ამბები

“გირჩის” აქტივისტებმა ივანიშვილს “ვხედავ მეცხვარეს” უმღერეს

25 ნოემბერი, 2019 • 2110
“გირჩის” აქტივისტებმა ივანიშვილს “ვხედავ მეცხვარეს” უმღერეს

“გირჩის” აქტივისტები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქციის მონაწილეებმა “ხატებით” ხელში , რომლებზე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული, რუსთაველიდან სოლოლაკში, ივანიშვილის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს. აქტივისტებმა ივანიშვილს უმღერეს “ვხედავ მეცხვარეს”. აქცია-პერფორმანსი “მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან” იმავე სტილში იმართება, როგორც მრევლი უმღერის მღვდელმსახურებაშეჩერებულ ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილი).

სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციას აქციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები რუსთაველზე გადაინაცვლებენ და საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი