ახალი ამბები

12 წლის მოზარდი სახლში ხანძრის შედეგად დაიღუპა

26 ნოემბერი, 2019 • 1136
12 წლის მოზარდი სახლში ხანძრის შედეგად დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. ოჯახის დანარჩენი სამი წევრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი. გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი