ახალი ამბები

“ბლუზის მეფე” ბი ბი კინგი გარდაიცვალა

15 მაისი, 2015 • • 1291
“ბლუზის მეფე” ბი ბი კინგი გარდაიცვალა

გიტარისტი ლას ვეგასში ძილში გარდაიცვალა. ბი ბი კინგს თავის დროზე უმუშავია ისეთ ჯგუფთან ერთად, როგორიცაა U2. ბი ბი კინგი ჟურნალმა როლინგ სტოუნმა ყველა დროის რიგით მესამე საუკეთესო გიტარისტად დაასახელა ჯიმი ჰენდრიქსის და დუეინ ალმანის შემდეგ. ბოლო თვეების განმავლობაში მას დიაბეტთან დაკავშირებული დაავადებები აწუხებდა.

 

კინგი ყოველწლიურად საშუალოდ 100 კონცერტს მართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი