ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში კრემატორიუმების გახსნას გეგმავენ

26 ნოემბერი, 2019 • 1373
სომხეთში კრემატორიუმების გახსნას გეგმავენ

“ჩვენ ამ სფეროში არსებული კანონმდებლობა შევისწავლეთ და სამართლებრივად პრობლემა არ არსებობს. არსებობენ დაინტერესებული ინვესტორები და ისინი მზად არიან ჩადონ კრემატორიუმების გახსნაში ფული. 2020 წელს ორი კრემატორიუმი გაიხსნება”, – აცხადებს ორგანიზაციის “მოსახლეობის სპეციალური მომსახურება” დირექტორი არმან ისკანდერიანი.

მისივე განმარტებით, ადამიანებს არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ: “უმნიშვნელოა, როგორ უყურებს ამ საკითხს ჩვენი რელიგია და ზოგიერთი მოქალაქე, ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ცხედრებს მოსკოვში მიასვენებდნენ, სადაც მათ კრემაციას უკეთებდნენ და ფერფლი აქ ჩამოჰქონდათ, რადგანაც სომხეთში ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს”.

გარდა ამისა, როგორც ისკანდერიანი ამბობს, კრემაცია ტრადიციულ დაკრძალვაზე ნაკლებიც ღირს.

“სასაფლაო უფრო დიდ ადგილს იკავებს, ვიდრე დოკუმენტებშია ასახული. ასევე, ძალიან სწრაფად “მზარდი ორგანიზმია”. ოფიციალურად, ერევანში მიწა უფასოა, თუმცა იგეგმება ნაკვეთების გაყიდვა, რათა ეფექტურად გაკონტროლდეს ტერიტორიები”.

ერევნის მერიის ცნობით, დედაქალაქში სასფლაოების ტერიტორია 530 ჰექტარს იკავებს [21 სასაფლაო] მწვანე ზონა [პარკები, სკვერები] კი – 213 ჰექტარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი