ახალი ამბები

შსს: ბანგლადეშის მოქალაქეები მანქანის სამალავით გადაჰყავდათ საქართველოდან საზღვარზე

15 მაისი, 2015 •
შსს: ბანგლადეშის მოქალაქეები მანქანის სამალავით გადაჰყავდათ საქართველოდან საზღვარზე

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქის მფლობელობაში არსებული „დაფის“ მარკის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას სალონში მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც ბანგლადეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული სამალავის საშუალებით თურქეთის მოქალაქე საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე ბანგლადეშის მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

 

გამოძიება თურქეთის მოქალაქის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ბანგლადეშის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი