ამის შესახებ ჩავაშოღლუმ თურქეთში, ალიანსის ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოს გაფართოებას. ვფიქრობ, 2016 წელს სამიტი გაფართოებას მიეძღვნება და ქვეყნებმა, რომლებმაც პროგრესი აჩვენეს, დადებითი პასუხი უნდა მიიღონ. მათ უნდა მიიღონ მოწვევა წევრობაზე. დღეს ოთხი კანდიდატი ქვეყანაა – ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია, ჩერნოგორია და საქართველო”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





