ახალი ამბები

ოღონდ ესენი წავიდნენ და ვინც გინდა, ის მოვიდეს – სააკაშვილი

26 ნოემბერი, 2019 • 1488
ოღონდ ესენი წავიდნენ და ვინც გინდა, ის მოვიდეს – სააკაშვილი

“ოღონდ ესენი წავიდნენ და ვინც გინდა, ის მოვიდეს,“ – ეს კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას.

“მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა  ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივაზე, რომელიც მან ოპოზიციას შესთავაზა. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელში არ აღმოჩნდეს.

ამ კითხვაზე პასუხისას მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ბევრად უფრო დიდმა გაერთიანებამ უნდა აიღოს, ვიდრე ერთი პარტიაა. ეს ყველაფერი კი იმიტომ უნდა მოხდეს, რომ წინ ახალგაზრდებმა წამოიწიონ.

“ჩვენ წარსულის ფანტომებით არ უნდა ვაშინებდეთ ერთმანეთს, ივანიშვილის რიტორიკა სწორედ ის არის, რომ “მე რომ წავალ, რა გინდათ?! მიშა გინდათ, რომ მოვიდეს?! “ნაციონალები“ გინდათ რომ მოვიდნენ?! პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ – ოღონდ ესენი წავიდნენ… და ჩემი დამოკიდებულება ასეთია  – ოღონდ ესენი წავიდნენ და ვინც გინდა, ის მოვიდეს, იმიტომ, რომ შეიქმნას პრეცედენტი. შემდგომ კი ხალხმა გადაწყვიტოს“, – ამბობს სააკაშვილი.

ფოტო © მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი