სტატიაში საუბარია ბაქოში 2013 წელს გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც კონგრესის 10 წევრი და მისი აპარატის 32 თანამშრომელი ესწრებოდა – მათ შორის პრეზიდენტ ობამას ყოფილი სამი თანაშემწე. 


როგორც გამოცემა წერს, ამერიკელმა კანონმდებლებმა და მათმა თანამშრომლებმა ასეულობით ათასი აშშ დოლარი, 2500-დან 10000 აშშ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული საჩუქრები მიიღეს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. მათი და მათი ოჯახების ავიაბილეთების საფასურმა კი 112 899 აშშ დოლარი შეადგინა. 

 

ამასთან, როგორც Washington Post წერს, კონგრესმენებმა საჩუქრად ბროლის ჭურჭელი, აბრეშუმის შარფები, ზურმუხტის საყურეები და ხალიჩები მიიღეს. კონგრესმენების განმარტებით, მათ მიაჩნდათ, რომ ხალიჩები 300 დოლარზე მეტი არ ღირდა.

 

საბოლოო ჯამში, სოკარის მიერ გამოყოფილი ფულის მთლიანი მოცულობა 750 000 აშშ დოლარი იყო, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, SOCAR-მა აშშ-ში არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაურიცხა იმისთვის, რომ რეალური ფინანსური წყარო დაემალათ.

 

გამოძიებითვე დაადგინეს, რომ კონგრესმენებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოკარი აფინანსებდა ამ კონფერენციას. შესაბამისად, კონგრესმენების მიერ აღნიშნული კომპანიის ინტერესების ლობირების საკითხი არ დგას.

 

Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ განცხადება SOCAR-მაც გაავრცელა.

 

“ჩვენ უკმაყოფილებას გამოვთქვამთ Washington Post-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო. SOCAR არასდროს მალავდა ამ კონფერენციაზე მონაწილეობას და, როგორც სტატიაშია აღნიშნული, კონფერენციაზე SOCAR-ის ლოგო და დასახელებაც იყო დემონსტრირებული. იმასთან დაკავშირებით, რომ კონფერენციის ფინანსური სპონსორი იყო სოკარი, ვიზიტის ორგანიზატორებს უნდა ეცნობებინათ. ის ფაქტი, რომ ვიზიტის ორგანიზატორებმა ეს წესი დაარღვიეს, სამწუხაროა, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ ინფორმაციის დამალვა”, – ავრცელებს განცხადებას სოკარი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *