ახალი ამბები

ელჩებმა გვითხრეს, რომ სურთ შუამავლები იყვნენ მთავრობასთან დიალოგში – უგულავა

25 ნოემბერი, 2019 • 713
ელჩებმა გვითხრეს, რომ სურთ შუამავლები იყვნენ მთავრობასთან დიალოგში – უგულავა

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციას დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა ჰქონდა. მისი თქმით, ელჩებმა მთავრობასთან დიალოგის პროცესში შუამავლობის სურვილი გამოთქვეს.

„მათი პოზიცია არის, რომ წარმოუდგენელია ის, რაც მოხდა [პროპორციულის ჩაგდება], მათ სურთ, რომ იყვნენ შუამავლები ამ დიალოგში. ჩვენ დიალოგზე უარს არ ვამბობთ. უბრალოდ, როდესაც ადამიანებს იჭერენ, არბევენ და თან ამბობენ, რომ “დახურულია თემა,  ე.ი. დიალოგი არ არსებობს“ ,- ამბობს უგულავა ნეტგაზეთთან საუბარში.

რაც შეეხება გეგმებს, უგულავა ამბობს, რომ საპროტსტო აქციის მონაწილეები გააგრძელებენ პარლამენტის პიკეტს მანამ, სანამ მთავრობა “გონს არ მოეგება, იმიტომ, რომ ის პასუხი, რომელიც კალაძემ გააცნო საზოგადოებას, უბრალოდ შეურაცხყოფა იყო“.

“საერთოდ ქვეყანაში, როცა ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლებისთვის იწყებს ბრძოლას, აუცილებლად დაკარგავს ამ ძალას“, – ამბობს უგულავა.

დღეს, 25 ნოემბერს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020-ში “ოცნება“ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატს არ დააყენებს და “ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა“, ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსს მისცემს. კალაძეს თქმით, 2020-ის არჩევნების “თემა დახურულია” და ის მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

მასალების გადაბეჭდვის წესი