ახალი ამბები

ხაზარაძის “ლელო”  არ უერთდება პიკეტირებას

25 ნოემბერი, 2019 • 3443
ხაზარაძის “ლელო”  არ უერთდება პიკეტირებას

მამუკა ხაზარაძის მოძრაობა “ლელო” მონაწილეობს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე მრავალათასიან დემონსტრაციაში, თუმცა არ უერთდება პარლამენტის შენობის პიკეტირებას.

ამის შესახებ აქციაზე მოძარაობის ერთ-ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა ტვ “პირველტან” საუბარში.

“ხელისუფლებამ დაიმსახურა ისტორიულ სანაგვეზე წასვლა – ეს არის შარლატანების ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს წაართვა მომავალი.  ამიტომაც “ლელო” დგას აქ ძალიან მყარად და უერთდება ამ პროტესტს, მაგრამ “ლელო” გააკეთებს ამას კონსტრუქციულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და ქართული კანონის ფარგლებში. ჩვენ არ ვუერთდებით პიკეტს, არ მივიჩნევთ ამას საუკეთესო მეთოდად”, – განაცხადა გეგელიამ.

მანამდე ხაზარაძემ არ დააკონკრეტა, შეუერთდებოდნენ თუ არა პიკეტირებას, როგორც პროტესტის ფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი