საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

მანამდე აქციის მონაწილეებმა, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერებმა, მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, ბოლოს კი პარლამენტთან საპროტესტო აქციას შეუერთდა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ წინა აქციების მსგავსად, დღესაც აპირებენ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას.

აქციის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებს აქციისთვის საჭირო ნივთებით დატვირთული სატვირთო მანქანა ჩამოართვეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. ეს არის მესამე მანქანა, რომელიც დღეს, 25 ნოემბერს პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჩამოართვა.

“ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია შეეცადა პოლიციისთვის ხელი შეეშალა და პოლიციის წარმომადგენლებისთვის არ გაეტანებინა სატვირთო მანქანა.

გარდა დამისა, დღეს ასევე ადმინისტრაციული წესით დააკავეს სამი პირი, რომელთაც სატვირთო მანქანით შეშა და აქციისთვის საჭირო ეკიპირება გადაჰქონდათ პარლამენტის მიმართულებით. “ევროპული საქართველო” ამბობს, რომ ეს მათი ავტომობილი იყო, რომელიც საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.