ახალი ამბები

EBRD-მა “სტერეო პლუსს” 1,9 მილიონი ევრო ასესხა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ფარგლებში

14 მაისი, 2015 • • 1158
EBRD-მა “სტერეო პლუსს” 1,9 მილიონი ევრო ასესხა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ფარგლებში

ბანკის განცხადებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კომუნიკაციების სექტორისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ციფრული მაუწყებლობა დამატებით სიხშირულ რესურსებს გამოათავისუფლებს, რაც უფრო კონკრენტული ბაზრის შექმნას შეუწყობს ხელს.

 

ეს ტრანზაქცია EBRD-EU DCFTA-ის პირველი პროექტია მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში.

 

“მცირე და საშუალო ბიზნესი დინამიკური ეკონომიკის ხერხემალია – ეს არის მიზეზი, რატომაც EBRD საქართველოში მათ აქტივობებს მხარს უჭერს”, – ამბობს ფრანცის მალიჟე, EBRD-ის წარმომადგენელი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მიმართულებებს ხელმძღვანელობს. “ეს ფინანსური პაკეტი ქმნის ახალ და გრძელვადიან შესაძლებლობებს ადგილობრივი ბიზნესებისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი