ახალი ამბები

შსს: დაკავებულია ნარკორეალიზატორი, რომელსაც ჩხრეკისას ჰეროინი და 85 ათასი დოლარი ჰქონდა

14 მაისი, 2015 • • 1077
შსს: დაკავებულია ნარკორეალიზატორი, რომელსაც ჩხრეკისას ჰეროინი და 85 ათასი დოლარი ჰქონდა

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სპორტული ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული 85 000 აშშ დოლარი იყო.

 

“ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მიერ რეალიზებული 681,29 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 441,636 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი