10:00-ზე შსს-ს კალათბურთის აკადემიის გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სუპერლიგის ნახევარფინალში გასვლა.
10:30-ზე „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფინანსდებიან და მათ მხარდაჭერაზე მუშაობენ.
11.00 საათზე, NDI -ის სათაო ოფისთან,,უფლებადამცველთა გაერთიანება”, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” და საზოგადოებრივი გაერთიანება ,,სამართლიანობისათვის” გამართავს აქცია-პრესკონფერენციას ,,არა გაყალბებებს”
11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: NDI -ს კვლევები და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები
11:30-ზე „მემარჯვენეების“ ხელმძღვანელი ფიქრია ჩიხრაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ს კვლევები; სოციალური-ეკონომიკური პრობლემები; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
12:00 საათზე, „პირველ პრესკლუბში”, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ლაშა ციბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: როგორია “პანორამა თბილისის“ სამართლებრივი შესაძლებლობები, რა იურიდიული სიკეთეები აქვს პროექტს და რატომ არ არის ხელმისაწვდომი დოკუმენტი მოქალაქეებისთვის?
13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, NDI-ის კვლევებთან და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
14.30 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ალიბეგაშვილის საჯარო ლექცია უფროსკლასელთათვის თემაზე „თამარის ეპოქა“.
მისამართი: თავისუფლების N2, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზი
16:00 საათზე, თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალურ დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
19.00 გრიბოედოვის თეატრის დიდი სცენა საავტორო სიმღერის მეორე საერთაშორისო ფესტივალის გალა-კონცერტს უმასპინძლებს.





