ახალი ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები

25 ნოემბერი, 2019 • 1790
ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობიდან გასულ თამარ ხულორდავას დავით სონღულაშვილი შეცვლის, ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სოფო ქაცარავას ნაცვლად ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს.

დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი გურჯაანის მაჟორიტარია. ის 1983 წელსაა დაბადებული. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  სპეციალობა – ეკონომიკური ინფორმატიკა, ასევე მარკეტინგი ისწავლა კავკასიის ბიზნესის სკოლაში, გრენობლის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში კი საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრის წოდება მიიღო.

სონღულაშვილის სამუშაო გამოცდილება ასეთია:

  • შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი (2007 – 2016)
  • სს „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი (2004 – 2006)
  • საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი (2004)
  • საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე (2004)
  • ტელეკომპანია „მზე“, გაყიდვების მენეჯერი (2003)

ის აქამდე ორ საპარლამენტო კომიტეტში მუშაობდა: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში.

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია სენაკის მაჟორიტარია. ის 1978 წელსაა დაბადებული. დამთავრებული აქვს საქართველოს დიპლომატიური აკადემია, სპეციალობით: საერთაშორისო ურთიერთობები-საგარეო პოლიტიკური დიპლომატია. ასევე ვესტმინსტერის უნივერსიტეტი ხელოვნების მაგისტრის სპეციალობით.

ირაკლი ბერაიას სამუშაო გამოცდილება:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი (2015 – 2016)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი (2012 – 2015)
  • „ქართული ოცნება“, სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი (2012)
  • ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი (2007)
  • შპს „სპეცტექნიკარესურსი“, გენერალური დირექტორის მოადგილე (2007 – 2008)
  • საქართველოს პარლამენტის აპარატი, მოწვეული სპეციალისტი (2004)
  • შპს „ქსილოტრანსი“, ტყეებისა და ნედლეულის დეპარტამენტის დირექტორი (2002 – 2004)
  • შპს „ქსილოტრანსი“, გენერალური დირექტორის თანაშემწე (2002)
  • წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორიისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი (2001)
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი (1999 – 2001)

ბერაია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი