“C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ-პოპულაციური (მოსახლეობის) კვლევა ხორციელდება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ერთად და C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია”, – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

 

კვლევის განსახორციელებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ადამიანი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა. 

 

აღნიშნული კვლევისთვის, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, CDC-ის და NCDC-ის მიერ სპეციალურად გადამზადდა 20 ინეტრვიუერი და 20 ფლებოტომისტი – ისინი საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისში შეაგროვებენ მონაცემებს და სისხლის ნიმუშებს შერჩეული მოქალაქეებისგან.

 

“ინფორმაციის შესაგროვებლად კი გამოყენებული იქნება სპეციალური კითხვარი, რომლის განხილვა და დამტკიცებაც მოხდა ემორის უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოეთიკის კომისიების მიერ”.

კვლევა 11 მაისს თბილისში დაიწყო და 19 მაისის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს. შემდეგ კი ჯგუფები რეგიონებში უნდა გავიდნენ, სადაც 12 აგვისტოს ჩათვლით იმუშავებენ.

 

“მიმდინარე კვლევა იქნება C და B ჰეპატიტის გავრცელების პირველი ეროვნული კვლევა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც მივიღებთ ახალ, ზუსტ მონაცემებს გავრცელების შესახებ ეროვნულ დონეზე. კვლევის წარმატებით განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოტივაცია და ჩართულობა. ამიტომ მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს, დაეხმარონ ჩვენს წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *