ახალი ამბები

პარტიის მანქანა, რომელშიც შეშა იყო, პოლიციამ გაიტაცა – უგულავა

25 ნოემბერი, 2019 • 1412
პარტიის მანქანა, რომელშიც შეშა იყო, პოლიციამ გაიტაცა – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, პოლიციამ  პარტიის მანქანა გაიტაცა, რომელზეც მიტინგისთვის საჭირო ნივთები, მათ შორის, შეშა იყო. როგოც მან “ტვ პირველის” ეთერში თქვა, პარტიის კუთვნილ მანქანას პოლიციამ ქაშუეთის ეკლესიასთან გაჩერების საშუალება არ მისცა, შემდეგ კი გაიტაცეს.

“პოლიციას უკვე მისცეს დავალება.. ჩვენი პარტიის კუთვნილი მანქანა მათ, პრაქტიკულად, გაიტაცეს. მანქანაში იყო შეშა, ასევე, გასართობი საშუალებები, რაც ადამიანებს სჭირდებათ აქციაზე ღამის გასათევად. ჩვენი მანქანა ქაშუეთის ეკლესიასთან ჩვეულებრივ იყო გაჩერებული, მიადგა პოლიცია და სხვა მანქანებისგან განსხვავებით, ჩვენი მანქანა იქ არ გააჩერეს. შემდეგ მას გაეკიდა ოთხი ეკიპაჟი.. ასე გაიტაცეს”, – ამბობს უგულავა.

პარტიის კიდევ ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი კი Facebook-ზე წერს, რომ მანქანაში ასევე იყვნენ “ევროპული საქართველოს” წევრები, რომლებსაც ვერ უკავშირდებიან. ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა. მათ პოზიციას მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი