ახალი ამბები

27 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ

25 ნოემბერი, 2019 • 1111
27 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ

27 ნოემბერს ევროპარლამენტში  ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტში დაგეგმილ განხილვაზე საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის გამო.

“დღეს “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ამ კონფრონტაციული გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არანაირ კომპრომისზე არ წავიდეს საზოგადოებასთან, ოთხშაბათს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები, რომლის მთავარი თემაც იქნება საქართველოში არსებული სიტუაცია. დებატებს ფორმალურად ჰქვია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სიტუაცია, მაგრამ დიდი ნაწილი მიეძღვნება სწორედ საქართველოს ამბებს. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არის კონფრონტაციაში შესვლა ევროპელ მეგობრებთანაც. აგერ, ვნახოთ ახლა, ოთხშაბთს როგორი განცხადებები იქნება, როგორი “ტაშისკვრით” შეხვდებიან საქართველოს ევროპელი მეგობრები “ოცნების” თავხედურ და კონფრონტაციულ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისი ინფორმაციით, ძალიან დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის დეკემბერში ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები მოქმედი შერეული საარჩევნო  სისტემით ჩატარდება. პარტიის სახელით განცხადება კახა კალაძემ გააკეთა.

“თემა დახურულია, შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება” – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი