ახალი ამბები

საარჩევნო რეფორმა საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 ან 2021 წლის არჩევნებზე დადგება – კალაძე

25 ნოემბერი, 2019 • 1367
საარჩევნო რეფორმა საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 ან 2021 წლის არჩევნებზე დადგება – კალაძე

“ქართული ოცნება” აპირებს, საარჩევნო რეფორმის საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩაატაროს.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა და თქვა, რომ მაჟორიტარი დეპუტატები დაარწმუნეს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემის გარდა, ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავენ.

“როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ განვიხილავთ. თუმცა ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კეჭიყრაზე 2020 წლის საპარლამენტოან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს  დადგება”, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან გარანტირებულია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი კი სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ აკაკი ზოიძის ინიციატივაა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო გამოკითხვა – რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდეს.

ამ თემაზე:

“თემა დახურულია, შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება” – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი