ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, შსს-მ შესწავლა ხულიგნობის მუხლით დაიწყო

24 ნოემბერი, 2019 • 938
“ოცნების” დეპუტატს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, შსს-მ შესწავლა ხულიგნობის მუხლით დაიწყო

სიღნაღის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებენ. ინციდენტი დღეს ბორბისხევის ბაზართან მოხდა, სადაც ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა” აქციას მართავდა სახელწოდებით “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიარები”.

როგორც ელისაშვილის თანაგუნდელი ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, საკრებულოს დეპუტატმაილია ბაიდოშვილმა მას ხელი დაარტყა და ბანერი დაუხია.

შსს-ში აცხადებენ, რომ დღეს, წნორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ შესწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ხულოგნობას გულისხმობს.

წნორში, ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” აქციაზე დაპირისპირება მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი