ახალი ამბები

წნორში, ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” აქციაზე დაპირისპირება მოხდა

24 ნოემბერი, 2019 • 1592
წნორში, ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” აქციაზე დაპირისპირება მოხდა

წნორში, ბორბისხევის ბაზართან, სადაც ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა” აქციას მართავდა სახელწოდებით “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიარები” დაპირისპირება მოხდა.

როგორც თავად ალეკო ელისაშვილი ამბობს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბანერები დაუხიეს:

“ვიცოდი რაც იქნებოდა მაგრამ ხალხთან მაქვს სალაპარაკო. თელავის ოფისის წარმომადგენელს ნინო გოგოლაშვილს დაარტყა ერთმა გარეწარმა, რომელსაც ალბათ ბედნიერი თამაზაშვილი 30 ლარს პრემიას მისცემს” – ამბობს ელისაშვილი.

თავად ნინო გოგოლაშვილი ტელეკომპანია “პირველთან” აცხადებს, რომ მას “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატმა, ილია ბაიდოშვილმა დაარტყა და ბანერი დაუხია.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავსირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს პოლიციამ ტერიტორიას ერთი პირი განარიდა, გამოძიება კი დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი