ახალი ამბები

ჯაფარიძის ინიციატივა ოპოზიციას

24 ნოემბერი, 2019 • 1147
ჯაფარიძის ინიციატივა ოპოზიციას

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელში არ აღმოჩნდება.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს,  “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხალხის ნდობა ვერ დაიბრუნდა და ამას ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს:

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი ხალხი. ეს არის პოლიცია, პროკურატურა და სუსი. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს; გასაგებია, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ მას, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ივანიშვილის ხელში, რითაც ის ებრძვის ოპოზიციას. ეს ბერკეტი ივანიშვილს უნდა წავართვათ” – ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის ინიციატივაზე კომენტარი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა. მელია ამბობს, რომ კონსულტაციები ყველა საკითხზეა შესაძლებელი და მათთვის მთავარი ამ სტრუქტურების რეფორმირებაა, რათა მათ დამოუკიდებლად მუშაობა შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი