ახალი ამბები

ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს

24 ნოემბერი, 2019 • 1274
ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს

ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურამ დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს, ირაკლი წერეთელს ბრალი წარუდგინა.

როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს, ყოფილ პროკურორს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

მანამდე, 19 ნოემბერს ირაკლი პროკურატურამ ბრალი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს წაუყენა. ყოფილ თანამდებობის პირებს გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი