ახალი ამბები

პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა 

23 ნოემბერი, 2019 • 3846
პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა 

პრეზიდენტმა 23 ნოემბერს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა ავთანდილ იოსელიანს. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

“საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მებრძოლი ავთანდილ იოსელიანი ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა”. 

ადმინისტრაციის ცნობით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანის მეუღლეს გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა ომისა და თავდაცვის ძალების 23 ვეტერანი, მათ შორის: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით 4, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი 5, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით 8 ვეტერანი, ხოლო მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ გადაეცა 6 ვეტერანს.

ადმინსტრაციის ცნობით,  დაჯილდოების ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ შინდისი ბრძოლის  მონაწილეს, გიგა მურვანიძეს პრეზიდენტის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბინა გადაეცა.


გასწორება: მასალაში თავდაპირველად სხვა ავთანდილ იოსელიანის ფოტო იყო, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი