ახალი ამბები

ყაზბეგში 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში ამოიღეს

23 ნოემბერი, 2019 • 1190
ყაზბეგში 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 22 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში აღმოაჩინეს;

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე,  დ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გადაეცა”, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 262-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი