მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაზე მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს:
“ჩვენ შევთხოვოთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი [სამების ტაძარი] და ამშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი, ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ილია მეორემ.
სამების საკათედრო ტაძრის გახსნიდან დღეს 15 წელი გავიდა. გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვაზე ივანიშვილს მადლობა ეპისკოპოსმა დანიელმაც გადაუხადა და დალოცა.