ახალი ამბები

თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებიც ეყოლებათ

23 ნოემბერი, 2019 • 4967
თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებიც ეყოლებათ

ზოოპარკის ადმინისტრაციის თანახმად, თბილისის ახალ ზოოპარკში, ერთ-ერთ ვოლიერში, რომელიც 10 ჰექტარის ფართობის იქნება,ჰიპოპოტამთან, მარტორქასთან, ზებრებთან, სხვადასხვა სახეობის ანტილოპებთან ერთად, ჟირაფებიც დაიდებენ ბინას.

ზოოპარკის ცნობით, მათი ახალი საცხოვრებელი, — მხოლოდ ერთი ვოლიერი, 10 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული, რაც ძველი ზოოპარკის საერთო ფართობზე ორჯერ მეტია.

ამასთან, ზოოპარკი წერს, რომ თბილისის ახალი ზოოპარკი სავარაუდოდ იქნება „ახალი კონცეფციის ზოოპარკი, სადაც ცხოველებს აქვთ დიდი სივრცე, არ არსებობს ხელის შემშლელი ბარიერები და ცხოველები ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში ბინადრობენ, შესაბამისად, ადამიანებს მეტი მოწიწება უჩნდებათ მათ მიმართ და დროს არა ლაზღანდარობაში, არამედ ცხოველის ძებნაში, დაკვირვებასა და თვალიერებაში ხარჯავენ“.

შენიშვნა: თავდაპირველად მასალის სათაური იყო „თბილისის ზოოპარკში პირველად ეყოლებათ ჟირაფები“, თუმცა 9 დეკემბერს ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა 1962 წლით დათარიღებული ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ თბილისის ზოოპარკში ნამდვილად ჰყავდათ ჟირაფები. „ნეტგაზეთი“ მკითხველს ბოდიშს უხდის შეცდომაში შემყვანი სათაურის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი