22 ნოემბერს ცენტრალურ სოხუმში სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის „კანონიერი ქურდი“ ასტამბურ შამბა, — იუწყება „ეხო კავკაზა“.
გამოცემის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღის 14:40 საათისთვის ავტომობილიდან სამმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლი გახსნა ერთ-ერთ კაფესთან, „სან რემოსთან“. ისინი ერთ-ერთ მაგიდასთან მსხდარ ადამიანებს ესროდნენ.
Интерфакса-ის ცნობით, დაღუპულები, შამბას გარდა, არიან შამბას თანმხლები პირი ალხას ავიძბა და „სან რემოს“ თანამშრომელი დომინიკა აკირტავა.
დე ფაქტო სამინისტროს თანახმადვე, თავდასხმიდან ერთ საათში თავდამსხმელთა ცეცხლწაკიდებული მანქანა სოხუმის სარკინიგზო დეპოსთან იპოვეს.