ახალი ამბები

სერბეთის პრეზიდენტმა რუსეთი შპიონაჟში დაადანაშაულა

22 ნოემბერი, 2019 • 1902
სერბეთის პრეზიდენტმა რუსეთი შპიონაჟში დაადანაშაულა

სერბეთის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ გამოიძია საქმე, რომელშიც სერბეთის სამხედროები და რუსეთის ჯაშუშები მონაწილეობდნენ. აღნიშნული გამოძიების შესახებ ხუთშაბათს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუვიჩმა განაცხადა, მომხდარის შესახებ კი “ამერიკის ხმა” წერს. 

საქმე ეხება ვიდეოჩანაწერს, რომელიც Youtube-ზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. სერბეთის ოფიციალური უწყებების თქმით, ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ აძლევს სერბეთის გადამდგარ ოფიცერს რუსი ჯაშუში ფულს. ჯაშუში, როგორც ამბობენ, პოდპოლკოვნიკი გეორგი კლებანია, რომელიც მანამდე ბელგრადში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანამშრომელი იყო.

“ზოგირთ შემთხვევაში სერბეთის სპეციალურმა სამსახურებმა მოაგროვეს აუდიო-ვიდეომტკიცებულება იმის შესახებ, რომ პოდპოლკოვნიკ კლებანსა და სერბეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის არსებობს კავშირი“, – თქვა სერბეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს.

როგორც სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუვიჩი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “ინფორმირებული არ ყოფილა”, რომ სერბეთში რუსული სპეცდანაყოფები სადაზვერვო ოპერაციას ასრულებდნენ.

“ჩვენ არ შევცვლით ჩვენს პოლიტიკას რუსეთთან დაკავშირებით, რომელსაც განვიხილავთ, როგორც ძმურ და მეგობრულ ქვეყანად … მაგრამ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას დაზვერვის ნაწილში.. დღეს მე რუსეთის ელჩს მხოლოდ ერთადერთი კითხვა დავუსვი – რატომ?” ,- თქვა ვუვიჩმა პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი