ახალი ამბები

მცხეთაში “ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი დააკავეს

22 ნოემბერი, 2019 • 1458
მცხეთაში “ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი დააკავეს

მცხეთაში “ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი – თორნიკე დიასამიძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიაში ადასტურებენ.

“ევროპულ საქართველოში“ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დიასამიძე მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან აკრავდა ე.წ. სტიკერს, წარწერით “დაბოქლომებულია“, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-საც, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებდნენ.


“დაბოქლომების” აქცია დილიდან მიმდინარეობს ოზურგეთში, ახალციხეში, ხაშურში, რუსთავში, თელავში, წალენჯიხაში, ცხოროწყუში, ლაგოდეხში, თბილისის სხვადასხვა უბანში და ა.შ.  გარდა ჯაჭვიანი ბოქლომების დადებისა, “ევროპული საქართველოს” წევრები მაჟორიტართა ბიუროებს აკრავენ სტიკერებს, წარწერით “დალუქულია”.

პარტიის წარმომადგენლების თქმით, ეს არის სიმბოლური აქცია, რომლის მიზანიც არის იმის ჩვენება, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეუყანაში ერთპიროვნულ მმართველობას, რაც პროპორციულ არჩევნებს უნდა დაესრულებინა.

ამ აქციის მიზეზი გახდა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება. აღნიშნული კანონპროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დეპუტატების ნაწილმა ბოლო ეტაპზე პირობის შესრულება გადაიფიქრა.

“ევროპული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარების ბიუროების “დაბოქლომების” აქციას ატარებს

მასალების გადაბეჭდვის წესი