ახალი ამბები

ლევან გორგილაძე: ხანძრის დროს დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა

10 მაისი, 2015 • 1293
ლევან გორგილაძე: ხანძრის დროს დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა

გორგილაძე ამბობს, რომ აიღეს მასალა როგორც მშობლებიდან, ასევე ცხედრებიდან. დღეს ცხედრებს რუსთავში გადაასვენებენ, რუსთავშივე ჩატარდება ექსპერტიზა და მოხდება გარდაცვლილების იდენტიფიცირება.

 

გორგილაძის განმარტებით, ცხედრების რუსთავში გადასვენების მოტივი ის არის, რომ გარდაცვლილები რუსთავიდან არიან.

 

დაღუპული მოზარდების მშობლები რუსთავიდან აჭარაში დღეს ჩავიდნენ. გადასვენების დროს ისინი შვილების ცხედრების ნახვას ითხოვდნენ. ამავე მოთხოვნით იყვნენ მშობლები შეკრებილი დღის განმავლობაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, თუმცა მათ ცხედრების ნახვის საშუალება არ მიეცათ.

 

ბათუმის პროზექტურიდან გადასვენების დროს მშობლები შვილების ნახვას ითხოვდნენ
ბათუმის პროზექტურიდან გადასვენების დროს მშობლები შვილების ნახვას ითხოვდნენ

ცხედრების გადასვენება ბათუმის პროზექტურიდან
ცხედრების გადასვენება ბათუმის პროზექტურიდან

 

ხანძარი ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” 10 მაისს, დილის 5 საათზე გაჩნდა.  ხანძარმა  სასტუმრო მთლიანად გაანადგურა.  ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. პოლიციელებმა, მაშველებმა და მეხანძრეებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.


გარდაცვლილთა ოჯახება მიუსამძიმრებს პრემიერ–მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი