ახალი ამბები

ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტის გამო გია ჭანტურიას სასამართლომ შენიშვნა გამოუცხადა

9 მაისი, 2015 • 1573
ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტის გამო გია ჭანტურიას სასამართლომ შენიშვნა გამოუცხადა

გიორგი ჩინჩალაძე ვაკის პარკთან რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორია.

 

ვაკის პარკის ინციდენტთან დაკავშირებით სულ 7 პირი დააკავეს. 5 მათგანს სასამართლომ 100-100–ლარიანი ჯარიმები შეუფარდა, ორს კი  შენიშვნა გამოუცხადა.

 

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ვაკის პარკში ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით მოსული პირებისთვის ამ ლენტების ჩამოხსნის გამო დააკავეს. ასევე, შსს–ს განმარტებით, ერთი პირის დაკავება უკავშირდება პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომელსაც საღებავები შეასხეს. ხოლო ორი პირი დაკავებულია არჩილ ჭყოიძესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო. კერძოდ, პრორუსული გაერთიანების, “ევრაზიული კავშირის” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ ჭყოიძე დღეს მივიდა ვაკის პარკში, სადაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ შვიდივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მათ შორის, ნაწილი 166–ე, ნაწილი კი 173–ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი