ახალი ამბები

“როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით…” – წულუკიანი

21 ნოემბერი, 2019 • 1234
“როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით…” – წულუკიანი

“როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა”, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მან მოიწონა პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დაპირების, პროპორციული საარჩევნო სისტემაზე  გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდება და აღნიშნა, რომ როგორც ყოფილი მაჟორიტარი, თვლის, რომ ამჟამად არსებული შერეული მოდელი არის ის, რაც საქართველოს “უხდება და სჭირდება”.

მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელმაც ივანიშვილის პირობის შეუსრულებლობის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციას და შს მინისტრს კი 18 ნოემბრის აქციის დაშლისათვის მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი