ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, კარგია, რომ პროპორციული მოდელი ჩავარდა

21 ნოემბერი, 2019 • 1746
წულუკიანის თქმით, კარგია, რომ პროპორციული მოდელი ჩავარდა

იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერ თეა წულუკიანის თქმით, მიესალმება, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმა ჩააგდო. ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ისინი [ოპოზიცია] არიან იმედგაცრუებულები, მე პირიქით,  ვარ საპირისპირო აზრზე. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს. პრობლემების მომგვარებელი უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა იქნეს შენარჩნებული. შესაბამისად, ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, არის გარანტი, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად თქვენ მიიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი. ქვეყანაში იქნება სტაბილურობა”, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი