პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ  კომპანია “დაგის” ვანო მერაბიშვილის სახლის მშენებლობა დაავალდებულეს: 

 

“არის ერთი კომპანია „დაგი“, რომელსაც აიძულეს და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის სახლის მშენებლობა დაავალდებულეს. ამ კომპანიამ მილიონ ორასი ათასი ლარი უკვე გადაიხადა უკვე. ჩვენ ახლა ამ კომპანიას ამ თანხას უკან ვუბრუნებთ. მერაბიშვილის ახირების გამო სახელმწიფო ზარალდება. ვფიქრობ, რომ ეს არის გამოძიების საგანი და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერსდნენ.”

 

ღარიბაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აგარაკებით სარგებლობდნენ და ახალ სახლებსაც იშენებდნენ: 

 

“არათუ სარგებლობდნენ, არამედ ახალ სახლებს აშენებინებდნენ და ამით სარგებლობდნენ დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და სხვები. აღარ ჩამოვთვლი. ამაზე ინფორმაცია არსებობს და შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ გადავწყვიტეთ გავასხვისოთ წყნეთის აგარაკები, ჩვენი ხელისუფლების არც ერთ წევრს არ უსარგებლია ამ აგარაკებით. მხოლოდ ერთი აგარაკი საკუთრებაში დავუკანონეთ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, რომელიც წლების განმავლობაში არ გადაეცა.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *