„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ტელეწამყვანი დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს.
ეს ცნობა თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა და „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ლაფერაშვილმა.
კიკალიშვილი — ცნობილი ტელესახე, რომელიც 20 წლის განმავლობაში, 2016 წლის ბოლომდე უძღვებოდა კვირის შემაჯამებელ გადაცემა „პოსტსკრიპტუმს“ — ახალ გადაცემას ავსტრიიდან წაიყვანს.
იგი იქ საცხოვრებლად 2016 წლის შემდეგ გადავიდა — მას შემდეგ, რაც პირადი მიზეზით დატოვა „პოსტსკრიპტუმი“ და „რუსთავი 2“. კიკალიშვილის შემდეგ გადაცემას გიორგი გაბუნია უძღვებოდა.
რადიოს ინფორმაციით, კიკალიშვილის გადაცემა კვირაობით გავა ეთერში და ერქმევა „ფორმულა ევროპიდან“.