ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრეს

19 ნოემბერი, 2019 • 1332
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრეს

დღეს, 19 ნოემბერს, ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან საუბარში მხარეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის  საკითხსაც.

ოსური სააგენტო რეს-ის ცნობით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ “იმედოვნებენ, მისი გათავისუფლება ძალიან სწრაფად მოხდება, რასგანაც მისი დაკავება არცერთი მხარის ინტერსებშია”.

თავის მხრივ, დაკავებულ ექიმზე კომენტარი ოსურმა მხარემაც გააკეთა:

“ამ ადამიანმა განზრახ დაარღვია საზღვარი და საკუთარი დანაშაულს არ აღიარებს. გადაწყვეტილება რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად იქნება გამოტანილი”, – განაცხადა ცხინვალის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი