ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია კვლავ მასშტაბურ აქციას და პიკეტირებას აანონსებენ

19 ნოემბერი, 2019 • 1111
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია კვლავ მასშტაბურ აქციას და პიკეტირებას აანონსებენ

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციებს და  პარლამენტის შენობის პიკეტირებას კვლავ აანონსებს.

სამოქალაქო მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აცხადებს, რომ ორშაბათს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს და პარლამენტის შენობის პიკეტირებას დაიწყებს.

აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუბოდიშა იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყო დაპირებული პიკეტირების დაცვა. დიღმელაშვილის თქმით, შესაძლოა სამართალდამცველებმა ისევ მოხსნან პიკეტირება, თუმცა ისინი ყოველ კვირას დაგეგმავენ მსგავს ღონისძიებებს და დეპუტატებს სამშაბათს, 26 ნოემბერს დაგეგმილი პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მოსცემენ.

“ყოველ კვირა გაგიმწარეთს ცხოვრებას”, – მიმართა დიღმელაშვილმა ხელისუფლებას. მისი თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქციები იქნება სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებული, ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალების ჩართულობით, თუმცა, არა ლიდერშიპით.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საკუთარი სამოქმედო გეგმა დააანონსა ოპოზიციამაც. გიორგი გუგავას თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები 25 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და შეუერთდებიან სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციას რუსთაველზე. გუგავას თქმით, ასევე დაგეგმილია ყოველდღიური აქტივობები, ადმინისტრაციული შენობების პიკეტორების ჩათვლით

მასალების გადაბეჭდვის წესი