
სამინისტროს ცნობით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია 62,569 მგზავრი, რაც 59 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (39,273 მგზავრი).
სამინისტრო მოსკოვის მიმართულებით მგზავრთა ნაკადის კიდევ უფრო მატებას ზაფხულის სეზონზე ელის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ეს სტატისტიკა მომზადებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.
საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან შეწყვეტილი აქვს 2008 წლის ომის შემდეგ. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, რუსეთი მოქალაქეები კი საქართველოში უვიზოდ შემოდიან.





