გურუ ჰოლდინგის ახალი პროექტი ბათუმში – თანამედროვე სახლი თანამედროვე ადამიანებისთვის

კომპანია გურუ ჰოლდინგმა“ 16 ნოემბერს თავისი ახალი პროექტის, „გურუ სტატუსის“ პრეზენტაცია გამართა.

„გურუ სტატუსი“ ახალი, მაღალი კლასის, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.

პრეზენტაცია უშუალოდ მშენებლობის ადგილას შედგა და მას ესწრებოდნენ კომპანიის დამფუძნებელი, ინვესტორები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და კომპანიის გულშემატკივრები.  

“გურუ სტატუსის” პრეზენტაცია

ყველაფერი უკვე მზადაა იმისთვის, რომ მშენებლობა დაიწყოს. პრეზენტაციაზე საზეიმოდ ჩაეშვა საძირკველში კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმოწერილი დოკუმენტით.

სტუმრებს დახვდნენ ცოცხალი მუსიკით, ღვინითა და ფურშეტით.

პრეზენტაციაზე კომპანიის დამფუძნებელი გურამ ჯიჯავაძე და პროექტის ბრიტანელი პარტნიორი გამოვიდნენ სიტყვით. მათ ისაუბრეს „გურუ სტატუსისა“ და მისი მნიშვნელობის შესახებ ქალაქისთვის.

„გურუ ჰოლდინგისდამფუძნებელი გურამ ჯიჯავაძე: „სახელიდან გამომდინარე „გურუ სტატუსში“ ცხოვრება იქნება ადამიანისთვის სტატუსის მიმნიჭებელი, რადგან ეს იქნება განსხვავებული, გამორჩეული საცხოვრებელი ადგილი ქალაქში.

აქ იქნება ყველაფერი იმისთვის, რომ სრულფასოვნად იცხოვროთ. ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ ხარისხიან მშენებლობას, გამართულ ინფრასტრუქტურას. კორპუსს ექნება ბაღი, თანამედროვე პარკინგის სისტემა, რესტორნები, ვერანდა, მაღაზიები, ფიტნეს კლუბი, კონსიერჟის მომსახურება და მუდმივი დაცულობის განცდა, რაც მნიშვნელოვანია ბედნიერი ცხოვრებისთვის.

გურამ ჯიჯავაძე „გურუ ჰოლდინგი“

გურამ ჯიჯავაძე „გურუ ჰოლდინგი“

კომპანია დავაარსეთ 2012 წლის შემოდგომაზე, უკვე განხორციელებული გვაქვს ორი პროექტი, ერთი 18-სართულიანი და მეორე – 27-სართულიანი სახლი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 41 მილიონ ლარამდეა.

ვაშენებთ, ვყიდით და შემდგომ ეტაპზე მყიდველს ვთავაზობთ გაქირავების სერვისსაც.

ახლა ვიწყებთ მესამე პროექტს, „გურუ სტატუსს“, ახალ ბულვარში, რომელიც იქნება 29-სართულიანი სახლი 30 000 კვადრატული მეტრი გასაყიდი ფართობით.

„გურუ სტატუსს“ ექნება ინოვაციური სმარტ პარკინგ სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ელექტრონული მექანიზმი მანქანას მძღოლის გარეშე დააპარკინგებს, მხოლოდ სპეციალური ბარათის გატარება იქნება ჩვენი მაცხოვრებელის მხრიდან საჭირო.

ასევე, პროექტს ექნება ზღვის და მთის ხედები, რაც, დამეთანხმებით რომ ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია.

ჩვენი კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული სისტემით, იქნება ეს დახვედრა, მიყვანა ობიექტზე თუ პროდუქტის გაცნობა. პლუს ამას, ვაკეთებთ აქცენტს ხარისხისა და ფასის მიმართებაზე, ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი.

სამომავლოდ ვგეგმავთ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში წვლილი შევიტანოთ ქალაქის გამწვანებაში და დავრგოთ ხეები სხვადასხვა ნაწილში. ჩვენი ახალი კორპუსიც ამ მხრივ საკმაოდ დატვირთული იქნება.“

„გურუ სტატუსის“ ინფრასტრუქტურა და სერვისები:

  • 3 000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო
  • ზღვისა და მთის ხედები
  • მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი
  • Smart პარკინგის სისტემა (ინოვაციური, რობოტიზებული პარკინგი)
  • საცურაო აუზი
  • ჰოლი და რეცეფცია
  • რესტორანი
  • ვერანდები
  • ფიტნეს დარბაზი
  • საბილიარდე ოთახი

გურუ ჰოლდინგის“ შესახებ:

კომპანია „გურუ ჰოლდინგი“ ბათუმის სამშენებლო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და თავისი წვლილი შეაქვს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. ამ დრომდე კომპანიას წარმატებით განხორციელებული აქვს 2 მსხვილი პროექტი, ხოლო რეგიონში ინვესტირებული თანხა 41 მილიონი ლარს შეადგენს. კომპანიაში დასაქმებულია 70 ადამიანი. ასევე, კომპანია თანამშრომლობს დაახლოებთ 20 კონტრაქტორ კომპანიასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი