ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიქტორია ნულანდს შეხვდა

7 მაისი, 2015 • • 988
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიქტორია ნულანდს შეხვდა

სახელმწიფო დეპარტამენტში დავით დონდუა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში, ერინ ბარკლის შეხვდა.

 

სამინისტროს ინფრმაციით, შეხვედრებისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე და პერსპექტიულ საკითხებზე- როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში- ისაუბრეს.

 

ქართულმა დელეგაციამ ამერიკელ პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე და დაგეგმილი რეგიონული ეკონომიკური პროექტების და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ, აცხადებს სამინისტრო.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისა და ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების შესახებ.

დავით დუნდუას შეხვედრა ვიქტორია ნულანდთან
დავით დუნდუას შეხვედრა ვიქტორია ნულანდთან

სამინისტროს ცნობით, აშშ-ის მხარემ ტრადიციულად მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მხარეებმა ასევე აღნიშნეს დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობა.

 

შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. დავით დონდუამ ამერიკელ პარტნიორებს დეტალურად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

 

თეთრ სახლში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან ევროპის საკითხებში, ჩარლზ კაპჩანთან, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან რუსეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, სელესტ ვოლანდერთან და ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთან ევროპის საკითხებში, მაიკლ კარპენტერთან.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი