ხანძარია მარტვილის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ სალხინოს მიმდებარედ იწვის ტყე.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა:
“რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა. 50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. მიმდინარეობს დაკვამლიანებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.