ახალი ამბები

კოჟორიძე: უკანონოა ამჟამად სპეცრაზმის მოქმედება აქციაზე

18 ნოემბერი, 2019 •
კოჟორიძე: უკანონოა ამჟამად სპეცრაზმის მოქმედება აქციაზე

იურისტი, მოძრაობა “ლელოს” წევრი კახა კოჟორიძე  “ნეტგაზეთთან”  აცხადებს, რომ უკანონოა პოლიციის და სპეცრაზმის მიერ შექმნილი ერთგვარი ალყა რუსთაველის გამზირზე, სადაც კვლავ გრძელდება აქცია.

აქცია პარლამენტთან განახლდა მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელებთან, რომლებიც პიკეტირებული ჰქონდათ დემონსტრანტებს.

აქცია გრძელდება, თუმცა ირგვლივ კვლავ იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის და პოლიციის ძალები, რომლებსაც კორდონი აქვთ გაკეთებული აქციის ირგვლივ.  ამას უკანონოს უწოდებს კოჟორიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ გზით პოლიცია გადაადგილების უფლებას უზღუდავს მოქალაქეებს, რომლებსაც აქციაზე შემოერთება, ან მისი დატოვება სურთ:

აქცია რუსთაველზე სპეცრაზმის “ალყის“ ფონზე გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი