პარლამენტთან მიმდინარე აქციების ფონზე, თბილისის კლასიკური გიმნაზია, რომელიც პარლამენტის გვერდით მდებარეობს, 14:00 საათის შემდეგ სწავლას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გიმნაზიაზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
1tv.ge – სთან საუბარში სკოლის დირექტორი, თამარ კაპანაძე ამბობს, რომ მეორე ცვლის გაკვეთილები ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაუქმდა.
მისი თქმით, მეორე ცვლა 14:00 საათიდან იწყება და ამ პერიოდში სკოლაში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები დადიან.
თამარ კაპანაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დღევანდელ დღეს ეხება. რაც შეეხება პირველ ცვლას, სასწავლო პროცესი აქ შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
