პარლამენტთან მრავალათასიანი დემონსტრაცია 15.00 საათზე დაიწყო. მასში მოქალაქეები, ასევე, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილებდნენ პატრიოტთა ალიანსის გარდა. დემონსტრაციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი, პროპორციული არჩევნებია. დემონსტრანტებმა ბოქლომებით ჩაკეტეს პარლამენტის სამივე შესასვლელი და განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ. პარლამენტთან გაშალეს კარვები, სადაც მომიტინგეების ნაწილი ღამეს გაათენებს.
ამავე თემაზე