ახალი ამბები

ბაქრაძე შსს-ს მიერ მომიტინგეთა თვლაზე

17 ნოემბერი, 2019 • 1330
ბაქრაძე შსს-ს მიერ მომიტინგეთა თვლაზე

“როგორც ჩანს, იგივე ადამიანები ითვლიან სუს-ში აქციაზე გამოსული მოქალაქეების რაოდენობას, ვინც ჩვენს დროს ითვლიდა და მაშინაც ასე ამბობდა, როცა რუსთაველი გადაჭედილი იყო, 5000 და მაქსიმუმ 6000 კაცი ესწრებოდაო”,- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე შსს-ს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც დღეს პარლამენტთან გამართულ აქციას დაახლოებით 5500 ადამიანი ესწრებოდა.

ბაქრაძის შეფასებით, შსს-ს ეს განცხადება სასაცილოა, მაგრამ ამავე დროს ტრაგედიაცაა, რადგან ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რომ “ვითომ არაფერი ხდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი