სკოლის დირექტორ გიორგი კაკაბაძის განცხადებით, სკოლის მოსწავლეს ტუბერკულოზის საწყისი სტადია 10 დღის წინ დაუდგინდა.

 

“ერთი შემთხვევა არის დაფიქსირებული, გადამდები ფორმის საწყისი სტადიაა. მშობელი ძალიან ყურადღებით მოეკიდა ამ საქმეს და როგორც კი ბავშვს შეამჩნია, წაიყვანა, გაასინჯა, როგორც კი დადასტურდა, მაშინვე მოვიდა ჩვენთან. ეპიდემიოლოგებმა დაგვირეკეს, ბავშვი მაშინვე გადაიყვანეს შესაბამის ორგანიზაციაში სამკურნალოდ. მივიღეთ ინსტრუქციები, ჩავატარეთ ყველაფერი, დავიწყეთ კვლევა უახლოესი კონტაქტების ბავშვის: კლასის, მასწავლებლების, მეგობრების. ყველა გადამოწმდა”, – ამბობს გიორგი კაკაბაძე.

 

კაკაბაძის თქმით, მოწავლეს ჰყავს და-ძმა, რომლებიც ამავე სკოლაში სწავლობენ. მათაც აღმოაჩნდათ ტუბერკულოზის ჩხირი, რომელიც უფრო იოლია და გადამდებ ფორმაზე საუაბრი არ ყოფილა. დირექტორის თქმით, ორივე მოსწავლე სახლში იმყოფება და იტარებს პროფილაქტიკურ მკურნალობას.

 

დირექტორის თქმით, ამ შემთხვევის გამო ეპიდემიოლოგებმა მოკვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ გასული წლის ზაფხულში მოსწავლეს ასევე ჰქონდა ტუბერკულოზი, თუმცა გასული წლის ზაფხულშივე განიკურნა, ხოლო მის მშობლებს გართულება არ აღმოაჩნდა.

 

24-ე საჯარო სკოლა
24-ე საჯარო სკოლა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *