თბილისში მოკლულია ერთი ოჯახის 3 წევრი – შსს

შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი.

სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრმა კაცმა დედა და და მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის [განზრახ მკვლელობა] და 136-ე მუხლის [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება] შესაბამისად. დაკავებული ამ დროისთვის არავინაა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი