ახალი ამბები

რადიკალური გზისკენ ხალხს ივანიშვილმა უბიძგა – ბოკერია პარლამენტის პიკეტირებაზე

17 ნოემბერი, 2019 • 649
რადიკალური გზისკენ ხალხს ივანიშვილმა უბიძგა – ბოკერია პარლამენტის პიკეტირებაზე

“ამ რადიკალური გზისკენ ხალხს ივანიშვილმა უბიძგა” -ასე უპასუხა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ  ჟურნალისტების კითხვებს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის სამივე შესასვლელს დემონსტრანტებმა ბოქლომები დაადეს,მათ შორის ერთ-ერთი იყო “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

ბოკერია ამას პროტესტის სიმბოლურ აქტს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს საზოგადოების რეაქციაა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ქმედებებზე, ამასთან, მან თქვა, რომ ჯერჯერობით არ ისაუბრებენ მომდევნო დღეების ტაქტიკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი