აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელს “ბოქლომი დაადეს”.
შესასვლელების ჩაკეტვის მერე კი
მონაწილეები შენობის შესასვლელებთან კარვებს შლიან. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ამ გზით პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.
“გაიგეთ, ქართული ოცნების უმრავლესობაში ვინ დარჩით – თქვენ ხვალიდან ამ შენობაში [პარლამენტში] მუშაობას ვერ გააგრძელებთ.”